მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დაუტოვა

612de4d24ad30
BM.GE
31.08.21 16:27
766
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად, "BB" დონეზე დატოვა, ასევე უცვლელია საკრედიტო რეიტინგის მოლოდინიც, რაც 2021 წლის თებერვლიდან მოყოლებული "ნეგატიურია". 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.5% იქნება. S&P Global-ი 2021 წლის თებერვალში საქართველოსთვის 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა მანაც სხვა ორგანიზაციების მსგავსად საკუთარ მოლოდინს გადახედა.

სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის მთავარ ძლიერ მხარეებად განიხილავს საქართველოს ინსტიტუციონალურ სიძლიერეს, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და მაღალ საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას, რისი დემონსტრირებაც გასულ წელს პანდემიასთან ბრძოლისას მოხდა, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო.

მომავალი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სწორედ ამ სიძლიერის კიდევ უფრო განმტკიცებას ისახავს მიზნად, რათა ქვეყნის ეკონომიკა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის იყოს მზად მსგავსი მასშტაბის კრიზისთან გასამკლავებლად.

ქვეყნის მიზანია, საშუალოვადიან პერიოდში საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.

მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესისა, მთავარ გამოწვევად რჩება საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის მაღალი ხარისხი, რაც მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტში და მაღალ დოლარიზაციაში აისახება, რაზეც მიუთითებს ყველა სარეიტინგო სააგენტო, მათ შორის, S&P-ი.

ამჟამად, ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები