მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამრეწველო პროდუქციის წარმოების ინდექსი წლიურად 8.2%-ით არის გაზრდილი

ქარხანა საწარმო მეტალურგია
20.08.24 13:12
801

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 8.2 პროცენტიანი მატება.

წლიური ინდექსის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთო-მოპოვებისა და ენერგეტიკის სექტორებში წარმოების ღირებულების მატებამ.

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (22.7 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.99 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.1 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (7.4 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7.6
პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.81 პროცენტული პუნქტით იქონია
გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.21 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები