მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ერთ წელში 2,8%-ით შემცირდა

5760fd6281043
BM.GE
15.06.16 10:58
1182
მაისში 2016 წლის აპრილთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა 0,4 პროცენტით. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მაისთან შედარებით ფასები შემცირდა 2,8 პროცენტით, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 22,4 პროცენტით. 2016 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით სამთომოპოვებით მრეწველობის სექციაზე ფასები 8,2 პროცენტით შემცირდა და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -0,33 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
 
სექციაში ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ქვესექციაზე (-23,9 პროცენტი). ფასების 1,6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზეც და მისმა წვლილმა ინდექსის მაჩვენებელში -0.22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 4,8 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -4,02 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (-4,4 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (-11,2 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 17,4 პროცენტით და შესაბამისად სექციამ 2,20 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები