მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 1,6%-ით შემცირდა

5739815146601
BM.GE
16.05.16 12:11
1139
2016 წლის აპრილში 2016 წლის მარტთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,2 პროცენტით, ხოლო 2015 წლის აპრილთან შედარებით 1,6 პროცენტით შემცირდა.
 
2016 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასები 1,3 პროცენტით შემცირდა და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -1,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები შემცირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (-1,3 პროცენტი) და მანქანებისა და მოწყობილობების წარმოების ქვესექციაზე (-21,8 პროცენტი).

ფასების 2,6-პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაზე და სექციის წვლილმა ინდექსის მაჩვენებელში -0.11 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 4,3 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -3,58 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (-3,2 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (-15,4 პროცენტი); სამთომოპოვებითი მრეწველობა: ფასები შემცირდა 12,5 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,54 პროცენტული პუნქტი შეადგინა; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 20,5 პროცენტით და შესაბამისად სექციის წვლილმა წლიურ ინდექსში 2,56 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები