მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.5%-ით გაძვირდა

5bf3c222cebb2
BM.GE
20.11.18 12:12
794
2018 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 5,9 პროცენტით. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება ან იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასები 1,5 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში, რომლის შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,9 პროცენტი), რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (4,4 პროცენტი), ასევე ქიმიური ნივთიერებების, ქიმიური პროდუქტებისა და ქიმიური ბოჭკოების ნაწარმზე (2,1 პროცენტი).

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0,21 პროცენტული პუნქტით აისახა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,1 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,7 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (8,0 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 13,1 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,75 პროცენტული პუნქტით აისახა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები