ადგილობრივი წარმოების გაზრდა მნიშვნელოვანია ბაზარზე მომუშავე მსხვილი ბანკებისთვისაც. თიბისის ინფორმაციით, ბოლო 3 წელიწადში სარემონტო მასალების წარმოებაში „თიბისი ბანკის“ ინვესტიცია ₾1 მლრდ-ზე მეტია. როგორც "თიბისის" მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დარჩიაშვილმა BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“განაცხადა, დეველოპერულ სექტორში სამშენებლო მასალების კუთხით ძირითადად ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია გამოიყენება, თუმცა სარემონტო მასალების კუთხით იმპორტირებული პროდუქტი დომინირებს, რაც 70%-ს უტოლდება.
სტუმარი: ედიშერ ხიმშიაშვილი - "ნოვას“ გენერალური დირექტორი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად