სამშენებლო სექტორმა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შექმნილი კადრების დეფიციტის დასაბალანსებლად მუშახელის შემოყვანა დაიწყო. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარე პროექტების ზრდის და ემიგრაციის ფონზე საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის კადრების მოძიება სულ უფრო რთულდება. კომპანია “სამშენებლო ლაბორატორიის” დირექტორის, ლაშა ჭოჭუას თქმით, სამშენებლო ობიექტებზე მომუშავეების 20-40% საქართველოს მოქალაქე არ არის. ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდიდან გამომდინარე, უცხოელი მუშახელის წილის ზრდა გარდაუვალი იყო.
სტუმარი: ლაშა ჭოჭუა - სამშენებლო ლაბორატორიის დირექტორი;
ინტერვიუერი: ანუკა ჯოხაძე - #BMG-ის რეპორტიორი;