მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო კომპანია GDG+: სამშენებლო სექტორს მხოლოდ ერთი ბანკი აფინანსებს

590ac184b77e8
ნინო კვინტრაძე
04.05.17 10:00
2870
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებას, რომ სამშენებლო კომპანიებს ბანკებთან თანამშრომლობა უჭირთ, კერძო სექტორი აფასებს. კომპანია „GDG+”-ის დირექტორი ბეჟან წაქაძე "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ მსხვილ პროექტებს დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი ბანკი აფინანსებს და აღნიშნული პრობლემა წლებია დარგის წინაშე დგას. წიქაძის განცხადებით, ბანკები სამშენებლო სექტორის დაფინანსებაში დიდ რისკს ხედავენ.

"ეს პრობლემა რეალურად დგას. სამშენებლო სექტორს მხოლოდ ერთი ბანკი აფინანსებს. მსხვილ პროექტებს მხოლოდ საქართველოს ბანკი აფინანსებს. პირადად ჩვენს კომპანიას პრობლემა არ შექმნია, თუმცა მინისტრის განცხადება სწორია.

თუ კომპანიას არ აქვს დიდი ხნის ურთიერთობა მას ბანკი არ აფინანსებს. საქართველოს ბანკის დაფინანსებაც მცირე მოცულობისაა.

რისკ ფაქტორი დიდია დეველოპერულ სექტორში, რადგან თუნდაც ფასები არასტაბილურია, ხანდახან კი რეალიზაციაც ჭირს. ომის შემდგომი პერიოდიდან ეს საკითხი გამწვავდა. ბანკები ფრთხილად ეკიდებიან საკითხს, რადგან თუნდაც ბევრ სამშენებლო კომპანიას ბოლომდე ვერ მიჰყავს საქმე.

ბანკებს ურჩევნიათ თავი დაიზღვიონ, მცირე ზომის პროექტებს შესაძლოა აფინანსებენ ბანკები, მაგრამ როდესაც მსხვილ პროექტებზეა საუბარი თავს იკავებენ“, - ამბობს ბეჟან წაქაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები