სამშენებლო კომპანია "მეტტა" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. კომპანია „მეტტა“ სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება. ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის პორტფოლიოში არის უკვე 50-მდე გამორჩეული პროექტი, 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართით.
სტუმრები: აკაკი საღირაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
ვასილ რაზმაძე - „მეტტას“ დამფუძნებელი;