საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, ყველაზე ხშირად, სამშენებლო კომპანიები პროექტის შესრულების ვადებში ჩამორჩებიან, ხარვეზები ფიქსირდება, შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მაჩვენებლების მხრივაც, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია „IGH”-ის ზედამხედველობის პროექტების მენეჯერმა, გორან ცულიაკმა განუცხადა. აღნიშნული კომპანია, საავტომობიო გზების დეპარატამენტის დაკვეთით, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს.
,, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის დროს კონტარქტორებთან ძირითადად ვაწყდებით ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა გეგმა-გრაფიკებთან ჩამორჩენა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი საკითხები. ობიექტზე ინსპექტირებისას ხდება აღნიშნული ხარვეზების გამოვლენა და კონტრაქტორისთვის მითითება. კონტრაქტორს ეძლევა ორი კვირა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში, თუ კონტარქტორი ხარვეზს არ გამოსწორებს, გაფრთხილება ეძლევა წერილობით, ხოლო თუ ხარვეზი ამ შემთხვევაშიც არ გამოსწორდა, ჩვენი კომპანია უფლებამოსილია, გზების დეპარტამენტს მისცეს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების შეჩერების რეკომენდაცია. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან კონტრაქტორები დროულად რეაგირებენ მითითებულ ხარვეზებზე. რაც შეეხება გეგმა-გრაფიკებთან ჩამორჩენის შემთხვევებს, გასულ წელს მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 20-მდე კონტრაქტორთან და გზების დეპარტამენტს მივმართეთ რეკომენდაციით მათი დაჯარიმების შესახებ“ - განუცხადა BM.ge-ს გორან ცულიაკმა.

























