ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 48 პრიმა მუხლში შესული ცვლილების მიხედვით, ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის წესი ძირეულად იცვლება, რისი მიხედვითაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიებთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება სამშენებლო კომპანიების დღგ-ით დაბეგვრაც.
კერძოდ, კანონმდებლობაში მანამდე გაჟღერებული ტერმინი „საკომპენსაციო თანხა“ ჩანაცვლდა ტერმინით „ანაზღაურება“, რაც იმაზე მიანიშნებს რომ ბარტერული ოპერაციის შემთხვევაში საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე ანაზღაურებული საქონლის ან მომსახურებაც მიღების შემთხვევაში განიხილება ე.წ. ავანსად და უნდა დაიბეგროს დღგ-ით ასეთი საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში.
რას ითვალისწინებდა კანონის ძველი რედაქცია და რა გავლენას მოახდენს 28 ნოემბრით დათარიღებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის №446 ბრძანებაში შესული ცვლილება ბიზნესზე?
სტუმარი: დავით პაპიაშვილი - "კრესტონ პაპიაშვილის" მმართველი პარტნიორი;