მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამშენებლო მასალების რეგლამენტი ფალსიფიცირებულ პროდუქციას შეამცირებს"

5bbb7e81a3b54
სალომე მეცხვარიშვილი
09.10.18 10:00
1228
ელექტროკაბელების მწარმოებელი „ენერჯი ჯგუფის“ დირექტორი მამია მოცრაძე სამშენებლო მასალებზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას ემხრობა. მისი თქმით, ეს ბაზარზე სამართლიან და ჯანსაღ კონკურენციას შექმნის, ამასთან, შეამცირებს ფალსიციფირებული ნაწარმის ბაზარზე გაყიდვას. მისი განმარტებით, ელექტროკაბელების მიმართულებით სამომხმარებლო ბაზარზე 30% მაინც ფალსიფიცირებულია.

„აქამდე იმპორტიორების არგუმენტი იყო ის, რომ ბაზარი დაარეგულირებდა მდგომარეობას. შესაბამისად, მომხმარებელი შედიოდა შეცდომაში. მას შემდეგ, რაც სტანდარტი ყველასთვის საერთო იქნება, დისკრიმინაციული პირობებიდან გამოვალთ.

დისკრიმინაციულ პირობებში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ, როგორც ქართველი მწარმოებლები, ვიცავთ სტანდარტებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი ბაზრისთვის. მაშინ, როდესაც დღემდე დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს ასეთი ტიპის ვალდებულება არ გააჩანდათ. იმპორტიორებს ნებისმიერი ტიპის ფარატინა ქაღალდი შეიძლებოდა აეღოთ და არავინ კითხულობდა, აკმაყოფილებდა თუ არა პროდუქცია სტანდარტს“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.

მისივე თქმით, წესით რეგლამენტის ამოქმედებამ ფასზე არ უნდა იმოქმედოს.

„თუ არსებობს წარმოება და არსებობს ლაბორატორიული დასკვნები, მათ უბრალოდ ამის მოძიება მოუწევთ და დამტკიცება, რომ პროდუქცია სტანდარტის შესაბამისია. ერთადერთი იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელს ფალსიფიცირებულ პროდუქტს სთავაზობდნენ. რეალური კონკურენცია ახლა იქნება“,- აცხადებს მამია მოცრაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბრიდან საქართველოში სამშენებლო მასალებზე ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. შემოწმდება 4 სახის პრდუქცია: ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა და პლასტმასის მილები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები