სამშენებლო მასალების რეგლამენტი საღებავებსა და ლაქზეც უნდა გავრცელდეს ,- ამის შესახებ bm.ge-სთან ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭოს ოფიციალური წევრი იური სვანიძე აცხადებს.
მისი თქმით, რატომღაც ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლს ისახავს მიზანდ, მხოლოდ 4 მიმართულებაა გამოყოფილი: ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭოს ოფიციალური წევრი.
„ვფიქრობ, აუცილებელია, დაემატოს ამ სიას ლაქები და საღებავები და ტოქსიკური სამშენებლო მასალები, რომლებიც გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ ამასაც სჭრდება კონტროლი“,- აცხადებს იური სვანიძე.
რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორებს დამატებით დოკუმენტაციისა და კლვევების ჩატარება მოუწევთ, რამაც შესაძლოა, პროდუქცია გააძვიროს, თუმცა, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი ხარისხი უნდა იყოს.
“არავითარ შემთხვევაში ჩვენ ბიზნესს ხელი არ უნდა შევუშალოთ, მაგრამ ხარისხი უნდა წამოვწიოთ პრიორიტეტად. ვიცით, რომ თბილისი და სხვა რეგიონები სეისუმრად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს ხარისხის კონტროლს, მით უმეტეს ისეთ პროდუქციაზე, როგორიც სამშენებლო მასალებია“,- აცხადებს იური სვანიძე.
15 ნოემბრიდან ძალაში შედის სამშენებლო მასალების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.

























