სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციიდან „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ ვკითხულობთ.
ანგარიშში განსაკუთრებით აღინიშნება წლიური ზრდის ტემპის დინამიკა.უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში აღნიშნულ კატეგორიაზე უნაღდო დანახარჯების პიკური ზრდა დაფიქსირდა — 37%. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2023 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ მონაცემებს შორის, როცა ზრდის ტემპი 36%-ს შეადგენდა.
პუბლიკაცია ასევე უარყოფით ტენდენციაზე მიუთითებს. კერძოდ, 2024 წლის იანვარში სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილებამ -0.2% შეადგინა, რაც აღნიშნული კატეგორიის ყველაზე დაბალ მაჩვენებლად ფიქსირდება ბოლო პერიოდში.




























