მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო მოედნებიდან გამოსული მანქანები დედაქალაქში ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ქმნიან - მერია

600-ზე მეტი ჯარიმა 1 წლის განმავლობაში - სამშენებლო მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურებისთვის მერიამ ასობით ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა. როგორც მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მერის მოადგილემ კახა გულედანმა აღნიშნა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს.

რაც შეეხება ჯარიმების მოცულობას მისი გადახედვა არ იგეგმება. ამ ეტაპზე ფიზიკური პირების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 1000, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარია.

სტუმარი: გოგი ჩიქოვანი - თბილისის მუნიციპალურ ინსპექციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები