არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის მერიამ ვებგვერდი შექმნა - მ³ გატანის ფასი 9 ლარია - სიახლე ფიზიკურ პირებს ეხებათ, რომლებისთვისაც სარემონტო სამუშაოების შემდეგ ინერტული ნარჩენების განთავსება გამოწვევას წარმოადგენდა. მერიაში აცხადებენ, რომ სერვისის გააქტიურების მიზანი დედაქალაქში სამშენებლო ნარჩენების უსისტემო განთავსებაა, რომლის მონიტორინგსაც წესით მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. რამდენად პრობლემატურია ქალაქში არალეგალური ნაგავსაყრელები, რა მასშტაბებს აღწევს სამშენებლო ნარჩენების კანონდარღვევით განთავსება პოლიგონს მიღმა და სად არის გამოსავალი?