საქართველოში იანვარ-ივნისში მშენებლობის 5 059 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება, თუმცა სამშენებლო ფართი 25.4%-ით 3 მილიონ 996 ათას კვ.მ.-მდეა გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების 73.9% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა დედაქალაქშია გაცემული. რეიტინგში თბილისის შემდეგ მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი და იმერეთი ლიდერობენ. ხუთეულს კი 6.5%-ით აჭარა ასრულებს.
სტუმრები:
გიორგი ჯაფარიძე - “ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი;
უჩა ზაქაშვილი - სამშენებლო სამართლის ექსპერტი;