მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო ობიექტზე კლდე ჩამოიშალა - კალაძე კომპანიას მერიაში იბარებს

5b0f9f1def479
მეგი კავთუაშვილი
31.05.18 11:04
922
თბილისში ყიფიანის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა. მთაწმინდის ფერდის ნგრევის ამსახველი ვიდეო მასალა თვითმხილველებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს. შემთხვევის ადგილზე მშენებლობა მიმდინარეობს. მომხდარს თბილისის მერი გამოეხმაურა. კალაძემ მთავრობის სხდომაზე მოადგილეს, ილია ელოშვილს საქმის შესწავლა დაავალა.

"რაც დღეს მოხდა ყიფიანის ქუჩაზე კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. მაქსიმალური გააკეთეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმოდგენილი იყოს, რა მოხდა და რის გამო მოხდა ეს ფაქტი", - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები