მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო პროდუქტების ნაწილზე დაწესებული ხარისხობრივი კონტროლი დროებით შეჩერდა

5bfcf73b73ef0
BM.GE
27.11.18 11:49
773
15 ნოემბრიდან ძალაში შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე - ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელები და პლასტმასის მილები ბაზარზე ზედამხედველობს განხორციელებას. თუმცა, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, იმპორტიორთა ნაწილისათვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით.

მთავრობის გადაწყვეტილებით რეგლამენტის მოქმედების ვადა მომავალი წლის 15 იანვრამდე შეჩერდა.

რეგლამენტის თანახმად სამშენებლო პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას ადგილობრივ ბაზარზე.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მიუხედევად იმისა, რომ რეგლამენტის მიღებამდე მოხდა ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით (რეგლამენტის პროექტი ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტის საშუალებით, ასევე წინასწარ გაგზავნილი იყო შენიშვნებისათვის შესაბამის ბიზნეს ასოციაციებთან, მოეწყო შეხვედრები ბიზნეს-სექტორთან), აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი კერძო სექტორის სრულად ინფორმირებისათვის.

„ იმპორტიორთა ნაწილისათვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე არ შექმნილიყო სამშენებლო პროდუქტების დეფიციტი და მას შესაბამისად არ მოყოლოდა პროდუქტებზე ფასების ზრდა, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა რეგლამენტის მოქმედების ვადის შეჩერება 2019 წლის 15 იანვრამდე.
ამასთან გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ 2019 წლის 15 იანვრამდე დარჩენილი პერიოდი, არის სრულიად საკმარისი, რათა კერძო სექტორი მოემზადოს „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N476 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების შესრულებისათვის“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები