სამშენებლო სექტორი დახმარებას ითხოვს - წლების განმავლობაში დაგროვილი და პანდემიის გავლენით წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სექტორი გამოსავალს ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციაში ხედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში სფერო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ეს სექტორი კი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. 2019 წელს სამშენებლო მიმართულებით 100 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა, სექტორის წვლილი კი მთლიან შიდა პროდუქტში 12.5% იყო.