მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო სექტორში დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

5ca6ec0362514
თელარა გელანტია
05.04.19 10:23
2471
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის სულისკვეთება და გენერალური ხაზი არ გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ინფრმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თუმცა საქართველოში რასოდეს დაბრუნდება რეალობა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს შავ სიაში მოახვედრებს.

"ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულიად უპასუხისმგებლო და ხშირ შემთხვევაში თაღლითური დაკრედიტების სისტემა, როდესაც წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები გაიცემოდა და კარგად გვახსოვს, რა კაბალურ პირობებთან ჰქონდათ შეხება ჩვენს მოქალაქეებს. ადამიანი აიღებდა სესხს, მაგალითად 1000 ლარს, დაფარავდა ძირ თანხას 800 ლარს, რჩებოდა 200 ლარი და გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი ჯარიმას უანგარიშებდა 1000 ლარიდან. ან სხვა შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეიძენდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ამის გამო, შეიძლებოდა, ბინა დაეკარგა; გვქონდა 300, 400, 500%-იანი საპროცენტო განაკვეთი, ეს ყველას კარგად გვახსოვს და ეს წარსულს ჩაბარდა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით შემოღებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერი, მაქსიმალური ლიმიტები ჯარიმებსა და საურავებზე, მათ ნებისმიერ დასახელებაზე, რაც ასევე იყო თაღლითობის ერთ-ერთი მექანიზმი და ამ გენერალურ ხაზს მთავრობა არ გადაუხვევს, ამის იმედი ნურავის ექნება", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებში არსებულ რეგულაციებს, პრემიერმა მათი დაკორექტირების შესაძლებლობა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ თუ ის ხელს შეუშლის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის მთავარ სულისკვეთებას, პასუხისმგებელი პირები შესაბამიის გადაწვეტილებებს მიიღებენ.

"სამშენებლო სქტორი არის ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, რათა მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჩვნს მოოქალაქეებს. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეხება კონკრეტულ რეგულაციას, თუ ის ხელს უშლის ამ მთავარ მიზანს - მოქალაქეებისთვის იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ბუნებრივია, ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა უწყებაში ამ საკითხებზე, კონკრეტული სტატისტიკის შემდეგ, აუცილებლად მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ობიექტური, სამართლიანი და მოემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, გავავლო წყალგამყოფი ხაზი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემასა და რეგულაციებს შორის, რომელიც, შესაძლოა, რაღაც დოზით დასაკორექტირებელი იყოს და ეს პრაქტიკამ უნდა გვაჩვენოს. საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა არ შეიცვლება და ჩვენ არასოდეს დავუბრუნდებით იმ რეალობას, როდესაც 600 ათასზე მეტი მოქალაქე აღმოჩნდა შავ სიაში და ჩვენი აქტიური მოსახლეობის მესამედი მოწყვეტილი იყო შესაძლებლლობას, ეწარმოებინა ნორმალური ეკონომიკური საქმიანობა სამშობლოში. ეს იყო მიუღებელი, ჩვენ ეს შევცვალეთ და ამ წარსულში არასოდეს დავბრუნდებით", - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები