მთავრობა სამშენებლო სექტორისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას აპირებს. საუბარია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივაზე, რომელიც სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათის გაუქმებას ითვალისწინებს. საქმე ეხება მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუსს, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატუსს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და აწვდიან სერვისს კომპანიებს და შედეგად 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებიან. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის გადასახადები შევა და ის 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. რა იცვლება 2025 წლიდან სამშენებლო ინდუსტრიისთვის და რა მთავარი ფინანსური გამოწვევები აქვს საგადასახადო მიმართულებით სექტორს.
სტუმარი: ნათია ჩაგანავა - “გრანთ თორნთონ საქართველოს” საგადასახადო მიმართულების მენეჯერი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად