"სამშენებლო სექტორში კონტროლი უნდა გამკაცრდეს იმიტომ, რომ არის რიგი დარღვევები", - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიების ნაწილი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და ამ მიმართულებით მონიტირინგის გაძლიერება აუცილებელია.
"2017 წელს მთავრობამ თბილისის ატმოსფერული ჰაერის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც თითოეული უწყებისთვის გაწერილ ღონისძიებებს მოიაზრებს. მაგალითად ეს არის ტექნიკურ დათვალიერება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მწვანე საფარის ზრდა, ასევე მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის რეგულირება. აუცილებელია, რომ მათი საქმიანობა ისე წარიმართოს, რომ მათი წილი ჰაერის დაბინძურებაში მაქსიმალურად შემცირდეს. თუმცა ყველა არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რაც კანონდებლობით გვაქვს გაწერილი. აუცილებელია რომ კონტროლი გამკაცრდეს და გახდეს სისტემატური. ყველა ღონისძიება თუკი გეგმაზომიერად შესრულდება, ცხადია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების კუთხით შედეგი გვექნება.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ნინო თანდილაშვილმა.