მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ეკონომიკაში გამოწვევებს არ აღიარებს ამ კვირაში ბიუჯეტში თანხების მობილიზებისთვის არაერთი ცვლილება ამომქონდა, მათ შორის მოხვდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებიდან სამშენებლო სექტორის ამოღება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეები 1 %-ის ნაცვლად 20 %-ით დაიბეგრებიან, დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორში დასაქმებულებისთვის შეღავათის გაუქმება კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის და საბოლოოდ უძრავ ქონებას გააძვირებს. სექტორს ცვლილებებზე მოსარგებად მეტ დროს ითხოვს, რადგან არსებულ კონტრაქტებსა და პროექტებში დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმია გათვალისწინებული.