მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო სექტორში ხელფასები მცირდება

5c20ab39e1a40
თამუნა დემეტრაშვილი
24.12.18 14:25
834
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მე-3 კვარტალში, მე-2 კვარტალთან შედარებით, მშენებლობის სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, 2,5%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 13,4%-ით.

ხელფასების კლების ხარჯზე, მშენებლობის ღირებულების ინდექსი მე-3 კვარტალში 0,5%-ითაა შემცირებული, წინა წლის მე-3 კვარტალთან შედარებით კი - 0,7%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსს საქსტატი რამდენიმე კომპონენტის საფუძველზე ადგენს; ესენია: შრომის ანაზღაურება, სამშენებლო მასალების ღირებულება, მანქანა-დანადგარების ღირებულება, ტრანსპორტირებისა და საწვავის დანახარჯი და სხვა ხარჯები.

ამ ნუსხიდან ხელფასები ერთადერთი კომპონენტია, სადაც შემცირება ფიქსირდება.

წინა წელთან შედარებით, 6%-თაა მომატებული სამშენებლო მასალების ფასები, 5,4%-ით საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯები, ხოლო 0,6%-ით მანქანა-დანადგარების დანახარჯი.

მშენებლობის ღირებულების ინდექსს საქსტატი მიმდინარე წლიდან, ყოველკვარტალურად აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები