საგადასახადო წნეხი მშენებლობისთვის და გაძვირებული სერვისები ბიზნესისთვის - სამშენებლო კომპანიებისთვის ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის წესი იცვლება. ცვლილება პირდაპირ ეხება ე.წ. „შერეულ ბარტერებს“ - პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დადგენილი მიწის „საბაზრო ფასი“ მკვეთრად ჩამოუვარდებოდა მხარეთა შორის რეალურად შეთანხმებულ გარიგების ეკონომიკურ ღირებულებას. ახალი რედაქციით, თუ ადგილი აქვს შერეულ ბარტერს, დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არა ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასი, არამედ მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების ფასი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოსავლების სამსახურის ფასიან სერვისს - „წინასწარ გადაწყვეტილებას“ ეხება. ეს არის მექანიზმი, როდესაც ბიზნესი სახელმწიფოსგან იღებს კანონის ძალის მქონე კონსულტაციას კონკრეტულ ოპერაციაზე, რათა მომავალში, დაჯარიმებისგან იყოს დაზღვეული. ამ მომსახურების ტარიფები კი 2027 წლიდან ორმაგდება. რას გულისხმობს ცვლილებები და როგორია სპეციალისტების შეფასება?


































