მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორი საქართველოში $5,7 მილიარდამდე გაიზარდა;

სამშენებლო - სარემონტო მასალების და სახლის კეთილმოწყობის ბაზარი იზრდება. „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით გასულ წელს სექტორის შემოსავლებმა 5.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2020-24 წლებში საშუალო წლიური ზრდა კი, 19%-ს აღემატებოდა. კვლევა აჩვენებს, რომ სამშენებლო მასალების სექტროში შემოსავლის უმეტესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებაზე მოდოდა, სარემონტო და სახლის კეთილმოწყობის ბაზარი კი იმპორტდამოკიდებულია, რის გამოც გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე ფასების უფრო მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა. საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ მშენებლობის ძლიერმა ტრენდმა სამშენებლო მასალებსა და სახლის რემონტსა და კეთილმოწყობაზე მაღალ მოთხოვნას შეუწყო ხელი. ამასთან ელიან ზრდის ტემპის გაგძელებასაც, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობის მაღალი კაპიტალური დანახარჯები, რეკორდულად მაღალი სამშენებლო ნებართვები და უძრავი ქონების სტაბილური რეალიზაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები