მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

სამსუნგი
01.09.26 10:44
195

Galaxy S26 სერიაში პირველი მოდელი One UI 9-ით — Galaxy S26 FE აერთიანებს კამერის მოწინავე შესაძლებლობებს და Galaxy AI-ის უახლეს ფუნქციებს.

2026 წლის 27 აგვისტოს, Samsung Electronics-მა Galaxy S26 FE წარადგინა — Galaxy S26 სერიაში პირველი მოდელი, რომელიც One UI 9-ით გამოვიდა. გაუმჯობესებული კამერა და კონტექსტზე მორგებული Galaxy AI მომხმარებლებს ყოველდღიური მომენტების უფრო მარტივად გადაღებაში, შექმნასა და გაზიარებაში ეხმარება. S26 FE შექმნილია იმ იდეის გარშემო, რასაც მომხმარებლები ყველაზე მეტად აფასებენ - დახვეწილი, თხელი, მსუბუქი კორპუსი და Galaxy S-ის ინოვაციური ფუნქციები.

Samsung Galaxy S26 FE უკვე ხელმისაწვდომია Samsung-ის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიატა ქსელებში. ის გვხვდება სამ ფერში: Blueberry (მოცვი), Graphite (გრაფიტი) და Pistachio (ფისტა).

არ გამოტოვო შანსი! 13 სექტემბრის ჩათვლით, ისარგებლე სპეციალური შეთავაზებით, მიიღე Galaxy Buds4 საჩუქრად, Google AI Pro 6 თვით უფასოდ და გახდი უახლესი Galaxy ინოვაციების მფლობელი!.

თვალი გადაავლე Samsung Galaxy S26 FE-ის ფუნქციებს და განახებებს.

უფრო მკვეთრი კადრები და მარტივი რედაქტირება

გიყვარს მნიშვნელოვანი მომენტების გადაღება და მათი სოციალურ ქსელებში გაზიარება? Galaxy S26 FE-ის გაუმჯობესებული სამმაგი ძირითადი კამერა და გამოსახულების დამუშავების ინოვაციური სისტემა თითოეული კადრის უნაკლოდ დაფიქსირებაში გეხმარება.

  • My FanCam: მომხმარებლების ფავორიტი ფუნქცია, რომელიც აქამდე მხოლოდ Samsung-ის დასაკეცი ეკრანის მქონე მოდელებში გვხვდებოდა, ახლა უკვე Galaxy S26 FE-შიც ხელმისაწვდომია. ის ავტომატურად პოულობს შერჩეულ ადამიანს და ინარჩუნებს კადრის ცენტრში, მაშინაც კი, თუ მობილურს ამოძრავებ. შედეგად, მინიმალური ძალისხმევით იღებ მზა, დინამიკურ ვიდეოს სოციალური ქსელებისთვის.
  • სუპერ სტაბილური კადრები Horizontal Lock-ით: თუ გიყვარს მოგზაურობა და ხშირად იღებ კადრებს მოძრაობის დროს, ეს ფუნქცია ვიდეოს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარება. არ იდარდო, თუ სირბილისას ან სიარულისას სმარტფონის გადახრა დაგჭირდება, კადრი მაინც იდეალურად სწორი დარჩება.
  • 3x ოპტიკური ზუმი და 12 MP წინა კამერა: 3x ოპტიკური გადიდება საშუალებას გაძლევს, გადაიღო მკვეთრი ფოტოები შორი მანძილიდანაც კი. ხოლო გაუმჯობესებული, 12 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 80˚ ხედვის კუთხით, უფრო ფართო კადრს იღებს, რაც საერთო სელფებში ბევრად უფრო ამარტივებს ყველა ადამიანისა და დეტალის ჩატევას.
  • Nightography: ღამით ან დაბალი განათებისას გადაღება პრობლემა აღარ არის. Nightography ინარჩუნებს მკვეთრ, ნათელ დეტალებს ყველაზე რთულად აღსაქმელ გარემოშიც კი.
  • Photo Assist: ყოფილა შემთხვევა, როცა შთამბეჭდავი პეიზაჟი დაინახე, მაგრამ მომენტალურად ვერ მოასწარი ისეთი ფოტოს გადაღება, როგორიც გინდოდა? Photo Assist დაგეხმარება, ფოტოს გადაღების შემდეგ, მარტივი პრომპტების დახმარებით, აქციო დღე ღამედ, დაამატო დეტალები ან გამოასწორო ხარვეზები.

შენი მეგზური მთელი დღის განმავლობაში

ფიქრობ, გაძლებს თუ არა ელემენტი დილიდან საღამომდე?

  • 4,900 mAh ელემენტი და 45W სწრაფი დამუხტვა: ელემენტის დიდი მოცულობა უზრუნველყოფს ხანგრძლივად მუშაობას, თანაც ინარჩუნებს დახვეწილ და თხელ კორპუსს. 45W დამტენის გამოყენებით, სმარტფონის 69%-მდე დამუხტვა სულ რაღაც 30 წუთშია შესაძლებელი.
  • 7-ინჩიანი AMOLED ეკრანი (120 Hz): კაშკაშა და გლუვი ეკრანი იდეალურია სტრიმინგისთვის, გეიმინგისთვის, სოციალური ქსელებისა და კონტენტის შექმნისთვის.

სიმშვიდე და უსაფრთხოება ხანგრძლივი ვადით

როგორ ხდება ძველი ტელეფონიდან მონაცემების გადმოტანა ან პროგრამული მხარდაჭერა?

  • განახლებული Smart Switch: Android თუ iOS მოწყობილობიდან მონაცემების გადმოტანა QR კოდის დასკანერებით, უსადენოდ არის შესაძლებელი. პაროლები, ზარების ისტორია, eSIM მონაცემები და პარამეტრები წამებში გადადის.

Samsung Galaxy S26 FE შენი ყოველდღიურობის იდეალური მეგზური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები