მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი

გალაქსი
26.07.24 10:40
349

გამოცადე Galaxy AI-ს შესაძლებლობები ახლა უკვე დასაკეც სმარტფონებზე. 10 ივლისს, Samsung Electronics-მა პარიზში წარადგინა სრულიად ახალი Galaxy Z Fold6 და Galaxy Z Flip6 წლის დასაწყისში, Samsung-მა წამოიწყო AI-ის ახალი ეპოქა Galaxy AI-ის წარდგენით. ახლა კი, თავის დასაკეც მოწყობილობებთან ერთად, Galaxy AI გადადის შემდეგ ეტაპზე.

“Samsung-ს ინოვაციების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რამაც მოგვცა საშუალება, ვიყოთ ლიდერები, შევქმნათ დასაკეცი მოწყობილობები და მობილური ხელოვნური ინტელექტის ეპოქა. ამჯერად ჩვენ გავაერთიანეთ ეს ორი ტექნოლოგია და გავხსენით ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის, მთელ მსოფლიოში.” განაცხადა TM Roh-მა, Samsung Electronics-ის მობილური მოწყობილობების მიმართულების ხელმძღვანელმა.

“ჩვენი დასაკეცი მოწყობილობები აკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის უნიკალურ მოთხოვნილებებს. გაუმჯობესებული Galaxy AI-ს დახმარებით, Samsung-ი გთავაზობთ სრულიად ახალ გამოცდილებას”

Samsung-მა შექმნა ყველაზე თხელი და მსუბუქი Galaxy Z სერია, რომელიც მორგებულია მომხმარებელზე და კომფორტულია სატარებლად. იდეალურად სიმეტრიული დიზაინი, კიდევ უფრო საიმედო გამძლეობა. Galaxy Z-ის უახლესი სერიები აღჭურვილია Armor Aluminum-ის ჩარცოთი და Corning® Gorilla®Glass Victus® 2 -ის ეკრანით - მომხმარებლის კომფორტისა და სიმშვიდისთვის.

გარდა საიმედოობისა, Galaxy Z სერიის ელემენტი კიდევ უფრო მძლავრია. Galaxy Z Fold6 და Flip6 აღჭურვილია Snapdragon® 8 Gen 3 მობილური პლატფორმით და მოწინავე Snapdragon მობილური პროცესორით, რომელიც აერთიანებს საუკეთესო CPU, GPU და NPU შესრულებას.

პროცესორი ოპტიმიზებულია AI გადამუშავებაზე, შედეგად, გთავაზობს გაუმჯობესებულ გრაფიკულ გამოსახულებას და კიდევ უფრო ხარისხიან პერფორმანსს. Galaxy Z Flip6-ს კი, პირველად Flip-ის სერიაში, დაემატა ორთქლის მილი.

Galaxy Z Fold6: ფართო ეკრანი კიდევ უფრო მოსახერხებელია AI-ით

Galaxy Z Fold6 გთავაზობს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ ფუნქციებს, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის შენს კრეატიულ შესაძლებლობებს და გიმარტივებს ყოველდღიურობას.

ჩანაწერების ასისტენტს, Note Assist-ს, შეუძლია ტექსტების შეჯამებას და ავტომატური ფორმატირება.

ახლად დამატებული ფუნქცია, Composer, გეხმარება ტექსტების შედგენაში და გთავაზობს ვერსიებს ელექტრონული მეილებისა თუ სოციალური მედია პოსტებისთვის.საინტერესოა, რომ სოციალური მედია პოსტების შემთხვევაში, Composer იმახსოვრებს შენს საკომუნიკაციო ტონს წინა პოსტების ანალიზით და გთავაზობს შესაბამის წინადადებებს.

Google Gemini-ს უახლესი აპლიკაცია სრულად ინტეგრირებულია Galaxy Z-ის სერიასთან, რაც გაძლევს საშუალებას, უბრალოდ გადაუსვა თითი ეკრანის კუთხეში ან თქვა, “ Hey Google” და მიიღო საჭირო ინფორმაცია ყველა საკითხზე. მაგალითად, Gemini საშუალებას გაძლევს, დაგეგმო მოგზაურობა. უბრალოდ სთხოვე Gemini-ის, დაგეგმოს შენი ტური რომელიმე ქალაქში და ის მოგაწვდის სრულ მარშრუტს: რა ღირსშესანიშნაობები შეგიძლია ნახო, სად ისადილო, სად შეისვენო და როგორ გამოიყენო შენი დრო ოპტიმალურად.

Circle To Search - შემოხაზე, რომ მოძებნო, ფუნქციით მარტივად მიიღებ ინფორმაციას მოგზაურობისას, შენთვის სასურველი ადგილის ან ღირსშესანიშნაობის შესახებ.

ფუნქცია Interpreter(თარჯიმანი) კი გეხმარება გაიუმჯობესო კომუნიკაცია უცხო ენაზე. ფუნქცია ახალ რეჟიმს გთავაზობს და ორმაგი ეკრანის საშუალებით, უკვე ორივე მხარე ხედავს საუბრის წერილობით თარგმანს მთავარ და დამხმარე ეკრანებზე. ასევე შეგიძლია ისარგებლო ცალმხრივი თარგმანით და ლექციების ან ნებისმიერი სხვა ტიპის პრეზენტაციის მოსმენისას გაიგო რას ამბობს მოსაუბრე შენს სასურველ ენაზე.

ზარების პირდაპირი თარგმანის ფუნქცია - მობილურზე საუბრისას, Galaxy Z Flip6 თარგმნის საუბარს ლაივ რეჟიმში, 16 სხვადასხვა ენაზე.

Galaxy Z Fold6 გთავაზობს თამაშის სულ სხვა გამოცდილებას. კიდევ უფრო მძლავრი პროცესორი და 1.6-ჯერ გაზრდილი ორთქლის მილი უზრუნველყოფს გაგრილების სიმძლავრის გაუმჯობესებას. გრაფიკული გამოსახულება უფრო ნათელია, საუკეთესო Ray Tracing-ისა და 2600-მდე გაზრდილი ნიტის საშუალებით.

Galaxy Z Flip6: შენზე მორგებული, უნიკალური გამოცდილება

Galaxy Z Flip არ არის შექმნილი მხოლოდ მარტივად სატარებლად, სმარტფონი გთავაზობს შენზე მორგებულ AI ფუნქციებს, რათა მაქსიმალურად ისიამოვნო ყოველი მომენტით.

3.4 ინჩიანი Super AMOLED FlexWindow კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, რაც საშუალებას გაძლევს, ისარგებლო AI ფუნქციებით მოწყობილობის გახსნის გარეშეც კი.

FlexCam კი კვლავ აგრძელებს გაუმჯობესებას და გთავაზობს ახალ კრეატიულ ფოტო გადაღების გამოცდილებას.

ახალი Auto Zoom-ის FlexCam-ის საშუალებით, კამერა ავტომატურად ასწორებს ფოკუსს ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე, ასევე თვითონ ცვლის მასშტაბირებას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი ეტევა კადრში. ასევე, თუ კადრში ვინმე ამოძრავდება, არც ესაა პრობლემა, კამერა ერგება კადრს და არჩევს საუკეთესო გამოსახულებას. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია ხელის შეხების გარეშე .

შეგიძლია ისიამოვნო Z Flip6-ით და არ იდარდო ელემენტის გამძლეობაზე. ეს არის ყველაზე 4 000 mAh, დიდი ელემენტი Flip-ის სერიაში, გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობით და მძლავრი ჩიპსეტით. მაშინაც კი თუ ვიდეოები მუდმივად ჩართული გექნება, მობილურის ელემენტი ძლებს 23 საათის განმავლობაში.

უსაფრთხოება, რომელსაც შეგიძლია ენდო

Galaxy Z Fold6 და Flip6 დაცულია Samsung Knox-ის მიერ Samsung Galaxy-ის მრავალშრიანი უსაფრთხოების პლატფორმით, რომელიც შექმნილია კრიტიკული ინფორმაციის დასაცავად. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ის რეალურ დროში აღმოაჩენს მას და იცავს თქვენს პირად უსაფრთხოებას.

Galaxy Z Fold6 და Z Flip6 უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში. Მოასწარი შეძენა და მიიღე განსაკუთრებული საჩუქრები. Საჩუქრების გასაგებად გადადი samsung.com/ge/offer

გახსოვდეს, ჰოლოგრამა გიცავს!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Samsung.com/ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები