მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung გლობალურად დასაქმებულთა რიცხვს 30%-ით შეამცირებს - Reuters

samsung

სმარტფონების, ტელევიზორებისა და სხვა ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი Samsung მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დივიზიაში დასაქმებულთა რაოდენობას 30%-ით ამცირებს - ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-ს კომპანიასთან დაკავშირებულმა სამმა ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა.

წყაროს ინფორმაციით, Samsung გლობალურად გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო ძალას - 15%-ით, ხოლო ადმინისტრაციულ პერსონალს 30%-ით შეამცირებს. კომპანია გეგმის განხორციელებას წლის ბოლოდან დაიწყებს, შემცირებები კი შეეხებათ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეეხებათ.

Reuters-ის ინფორმაციით, თანამშრომელთა ზუსტი რიცხვი დადასტურებული არ არის. ასევე უცნობია, კონკრეტულად რომელ დეპარტამენტებს შეეხებათ შემცირებები ყველაზე დრამატულად.

ოფიციალურ განცხადებაში Samsung-ი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ძალის კორექტირება კომპანიის რუტინის ნაწილია და ეფექტიანობის გაუმჯობესებას ემსახურება. მათივე თქმით, არ არსებობს კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები, შემცირებები კი საწარმოო პერსონალს არ შეეხება.

2023 წლის ბოლოს Samsung-ი ოფიციალურად 267 800 ადამიანს ასაქმებდა, მათი ნახევარზე მეტი კი კორეის მიღმა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იყვნენ დასაქმებული. სამუშაო ძალის უდიდეს ნაწილს დეველოპერები და უშუალო მწარმოებლები იკავებენ, მარკეტინგის დეპარტამენტში კი 25 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

სამუშაო ძალის შემცირებასთან დაკავშირებით წინასწარი გაფრთხილებები უკვე მიიღეს Samsung-ის ჩინეთისა და ინდოეთის ოფისებში დასაქმებულებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები