მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ი ახალ Galaxy S21-ის სმარტფონს დღეს წარადგენს

60018b2fb7739
ნათია თაქთაქიშვილი
15.01.21 21:52
1098
გასული წლის ბოლოს გავრცელებული ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ სმარტფონების და ტექნიკის წამყვანი მწარმოებელი კომპანია Samsung-ი ახალ Galaxy S21-ის სმარტფონს იანვარის თვეში წარადგენდა ნაცვლად თებერვლისა, დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Samsung-ი ახალ Galaxy S21-ის სმარტფონის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრენდი სამი ზომის სმარტფონს წარდაგენს: 6.2 ინჩიან - Galaxy S21-ს, 6.7 ინჩიან - Galaxy S21+ და 6.8-ინჩიან Ultra Galaxy S21.

Samsung Galaxy S21+ და Galaxy S21 Ultra-ს (ასევე Samsung Galaxy S21) სრულიად ახალი დიზაინი აქვთ. ძირითადი კამერის ბლოკი ზედა მარცხენა კუთხეშია განთავსებული, რომელიც მოწყობილობის კუთხესთანაა შერწყმული. Galaxy S21 და Galaxy S21+ სამი სენსორით იქნება წარმოდგენილი, Galaxy S21 Ultra კი - 4 სენსორით.

Samsung-ი ხვალ ასევე აპირებს უსადენო ყურსასმენების Galaxy Buds Pro-ს წარდგენას, რომელიც Apple-ის AirPods Pro-ზე 50 აშშ დოლარით ნაკლები ეღირება. Apple-ის AirPods Pro-ს ღირებულება 249 აშშ დოლარს შედგენს.

რაც შეეხება თავად სმარტფონების ღირებულებას, გავრცელებული ინფორმციით, მათი ფასი 799 აშშ დოლარიდან დაიწყება.