სამხრეთ კორეული ელექტრონული გიგანტის Samsung-ის სმარტფონი 5G Galaxy S10 ევროპულ ბაზარზე ივნისის დასაწყისში გამოჩნდება. მისი საბაზრო ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.
კონცერნმა ახალი მობილურები თებერვალში, სან-ფრანცისკოში წარადგინა. Galaxy S10 კომპანიის ტელეფონების ისტორიაში ყველაზე ხარისხიანი ფერებით გამოირჩევა. მობილურს 12–მეგაპიქსელიანი სამმაგი კამერით ულტრაგანიერი ფოტოების გადაღება, როგორც - დღის განმავლობაში, ასევე ღამის საათებში შეუძლია.
Galaxy S10-ს Instagram-ის რეჟიმი "სთორი" პირდაპირ სმარტფონის კამერის აპლიკაციაში აქვს ინტეგრირებული. მობილურს ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორი გააჩნია. S10 იმითაც გამოირჩევა, რომ მას სხვა სმარტფონების დამუხტვა უსადენოდ შეუძლია.

























