CNBC ინფორმაციით, Samsung მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლების 5,2%–იან ზრდას ელოდება, რაც დაახლოებით 13,2 მილიარდი დოლარია, თუმცა მაჩვენებელი გასულ კვარტალთან შედარებით 2%–ით ნაკლებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის ვარაუდები ოფიციალურ კვლევაზე დაყდნობით არ გავრცელებულა.
“ფუნქციები, რომლებსაც Samsung სთავაზობს მომხმარებლებს, არ არის საკმარისად საინტერესო” - განაცხადა HI Investment & Securities ანალიტიკოსმა მიუნგ–სუპ–მა.
Samsung-ის ბოლო მოდელი გალაქსი S9 ამ წლის მარტის შუა რიცხვებში ჩაეშვა გაყიდვაში, მობილური ტელეფონი გამოირჩევა პროგრამული უზრუნველყოფით, თუმცა წინა მოდელთან შედარებით, ტექნოლოგიურად არ განვითარებულა.
აღნიშნულია ისიც, რომ Samsung-ს უჭირს კონკურენციის გაწევა კომპანია Apple-თან, რადგან ბრენდის ბოლო მოდელმა IPHONE X, ინოვაციურობის კუთხით ყველა მოლოდინს გადააჭარბა.