10 ოქტომბერს Galaxy Note 7-ის ახალი პრობლემების დაანონსების შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა, - წერს Business Insider. ამერიკული კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 2.12%-ით გაიზარდა და 116,46 დოალრიან ნიშნულს მიაღწია. გასული სამი თვის განმავლობაში, Apple-ის აქციების ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ახლა გასული წლის დეკემბრის სავაჭრო დონეზეა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ზრდა, სავარაუდოდ, სამხრეთ კორეული მწარმოებლის სმარტფონის Galaxy Note 7 პრობლემებს უკავშირდება. ამ ყველაფერს დაემატა ინფორმაცია, რომ Samsung-მა Galaxy Note 7-ის წარმოება დროებით შეაჩერა.
გადაწყვეტილება კომპანიამ ჩინეთისა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილების ფონზე მიიღო. ზოგიერთმა მობილურმა ოპერატორმა, მაგალითად, AT&T და Verizon აღნიშნული მოდელების გაყიდვა შეაჩერეს და მომხმარებლისთვის ფულის დაბრუნების პროცესი დაიწყეს. გარდა ამისა, ისინი მომხმარებელს სმარტფონების Galaxy Note 7 სხვა ბრენდის სმარტფონებზე გადაცვლას სთავაზობენ.

























