მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ის პროგნოზით, კომპანიის კვარტალური მოგება 53%-ით გაიზრდება

60e5bf8c739cf
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.21 20:00
578
ტექნოლოგიური გიგანტი Samsung-ი აცხადებს, რომ კომპანიის პროგნოზით, კვარტალური მოგება 53%-ით გაიზრდება და მეორე კვარტალში 11 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Samsung-ი მოგების ასეთ ზრდას მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნის, რომელმაც სხვადასხვა მოწყობილობაზე მოთხოვნის შემცირება დააკომპენსირა.

”მარტიდან მსოფლიოში კომპიუტერულ ჩიპებსა და მეხსიერების ბარათებზე სერიოზული მოთხოვნა გაჩნდა. გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება კი მიწოდებასთან დაკავშირებული კრიზისის გამო ვერ ხერხდებოდა და ყოველივე ამან სერიოზული დისბალანსი გამოიწვია", - განაცხადა Samsung-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კო დონგ-ჯინმა.

გამოცემა წერს, რომ შექმნილი უხერხულობიდან გამოდინარე, ევროკავშირი უკვე ცდილობს გაზარდოს კომპიუტერული ჩიპების და მეხსიერების ბარათების წარმოების მოცულობა 10%-იდან მინიმუმ 20%-მდე და აღნიშნული მიმართულებით 150 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ჩიპების წარმოებისთვის აშშ-მა 52 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები