სამხრეთ კორეის პროკურატურამ Samsung-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის 12 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. 49 წლის ლი ჯეონი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ირგვლივ აგორებულ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, თებერვლიდან ციხეში იმყოფება. მას ბრალი თანხის მითვისებასა და ქრთამის აღებაში ედება.
კორუფციულმა სკანდალმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს თანამდებობა შეიწირა. იმპიჩმენტის პროცედურით, 10 მარტს მან თანამდებობა დატოვა.
Reuters-ის ინფორმაციით, ლი ჯეონი დროებით პატიმრობაშია და ბრალდებებს უარყოფს. იგი აცხადებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.
გარდა SAMSUNG-თან კორუფციული გარიგებისა, ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეგობარი ცოი სუნ სილი არაერთ მსხვილ კომპანიებისგან კორუფციულ გარიგებაში არიან ეჭვმიტანილი.
სასამართლოს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გამოცხადდება.

























