კორეულმა გიგანტმა, Samsung-მა ახალი კონცეპტუალური სმარტფონი შექმნა, რომელიც დიზაინით Galaxy Z Flip-ს ჰგავს, თუმცა მისი ეკრანი 3-ჯერ იკეცება.
ამ უცნაური დიზაინის დანიშნულება დაკეცილი მდგომარეობაში სმარტფონის ზომის მაქსიმალურად შემცირებაა, რაც, როგორც ჩანს, ზოგიერთი მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
როგორც Samsung-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ეკრანის 3-ჯერ დაკეცვის ფუნქციონალი სმარტფონის პრაქტიკულობას აუმჯობესებს და მას ისეთ პოზიციაში გაჩერების საშუალებას აძლევს, რომელიც ვითარებიდან გამომდინარე, ყველაზე ხელსაყრელი იქნება.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სმარტფონი აღჭურვილია OLED-ეკრანით და ის მახასიათებლები Z Flip6-ის ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამ ფორმით მის გაყიდვას კომპანია არ გეგმავს.
ექსპერტების შეფასებით, რეალურად, Samsung-ს 3-ჯერ გასაშლელი ეკრანის მქონე სმარტფონის გამოშვება სურს, რომელიც Huawei Mate XT-ის კონკურენტი იქნება და დიდი ალბათობით, $3,500-ის ფარგლებში ეღირება.



























