მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SAMSUNG-მა ჭკვიანი ბეჭედი წარადგინა

ring

მობილური მოწყობილობების საერთაშორისო კონფერენციაზე Samsung-მა საზოგადოებას ახალი თაობის მოწყობილობა - ჭკვიანი ბეჭედი წარუდგინა.

Galaxy Ring-ის დანიშნულება მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. ბეჭედი უზრუნველყოფს ძილის, გულის ცემის, ფიზიკური აქტივობის, მოძრაობის და სუნთქვის მონიტორინგს.

Galaxy Ring-ის მიერ მიღებული მონაცემები ავტომატურად გადაეცემა მფლობელის სმარტფონს, რომელიც მონაცემებს გადაამუშავებს და მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ბეჭედი იდეალური სინქრონში იქნება Galaxy Watch-თან და Samsung-ის სმარტფონებთან, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან სწორედ ეკოსისტემურობაა ის მთავარი უპირატესობა, რომელიც სამხრეთ კორეული კომპანიის მთავარ კონკურენტს, Apple-ს გააჩნია.

პროდუქტის ფასი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა დადასტურებულია ის ინფორმაცია, რომ Galaxy Ring-ის რამდენიმე ზომა იქნება ხელმისაწვდომი და მას სამი ძირითადი ფერი ექნება: შავი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.

ბატარეის მოცულობასთან, წონასთან და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით კომპანია ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.