მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Samsung-მა ინტერნეტში Samsung Note 7-ის აფეთქებასთან დაკავშირებული პაროდიული ვიდეობი დაბლოკა

580b3901015bb
BM.GE
22.10.16 14:07
1601
Samsung-მა YouTube-ში Samsung Note 7-ის აფეთქებასთან დაკავშირებული პაროდიული ვიდეობი დაბლოკა.

კომპიუტერული თამაშების მოყვარეულების დიდმა ნაწილმა Samsung Note 7-თან დაკავშირებული ვიდეობი ინტერნტსივრცეცში განათავსა, სადაც ბომბები სწორედ სამსუნგის მობილური ტელეფონის მეშვეობით ფეთქდებოდა.

BBC-ის ცნობით, მალევე მომხმარებლების ნაწილმა დაპოსტა, რომ მათი ვიდეობი დაიბლოკა. მიზეზად კი ე.წ. Samsung Electronics America-ს საავტორო საჩივარი დასახელდა.

სამსუნგს ამ ბრალდებებზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებებით ტექნიკის სამხრეთ კორეული მწარმოებელი უფრო მეტ ყურადღებას მიიპრობს.

შეგახსენებთ, რომ სამსუნგმა მისი უახლესი მოდელის Samsung Note 7-ის წარმოება მას შემდეგ შეაჩერა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი დამუხტვისას ფეთქდებოდა. კომპანიამ Note 7 ჯერ გაყიდვიდან ამოიღო, შემდეგ კი წარმოება შეაჩერა. ამ მოდელის ტელეფონის თვითმფრინავის ბოტრზე ატანა მსოფლიოს არაერთ ავიკომპანიას აკრძალული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები