კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა Galaxy AI-ში Perplexity-ის ხელოვნური ინტელექტის ჩაშენება გადაწყვიტა.
ოფიციალური განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობა მიზნად ისახავს ტრადიციული ძებნის პროცესის სრულ ტრანსფორმაციას, სადაც მომხმარებლები ბმულების ნაცვლად პირდაპირ, კონტექსტზე მორგებულ და გადამოწმებულ პასუხებს მიიღებენ.
პარტნიორობის ფარგლებში, Galaxy-ის მომხმარებლები მიიღებენ წვდომას Perplexity Pro-ს ფუნქციებზე, რაც მოიცავს მძლავრ მოდელებს, ფაილების ანალიზისა და ვიზუალიზაციის გაფართოებულ შესაძლებლობებს.
Samsung-ის განმარტებით, აღნიშნული ფუნქცია სრულად იქნება ინტეგრირებული სისტემურ დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ AI-ასისტენტი შეძლებს ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას სხვადასხვა აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე.
Perplexity AI კორეული კომპანიის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი მომდევნო სისტემური განახლების დროს გახდება.




























