მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Samsung-მა შესაძლოა Galaxy Note7-ის გაყიდვები განაახლოს

58ad9d0c0a296
BM.GE
22.02.17 18:14
1436
სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Samsung შესაძლოა Galaxy Note 7-ის გაყიდვები ზოგიერთ ბაზარზე განაახლოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანია გეგმავს Galaxy Note 7 ხელახლა გამოუშვას ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც მაგალითად, ვიეტნამი და ინდოეთია. სმარტფონს იმავე ტექნიკური თვისებები და ფუნქციები დარჩება, მაგრამ მისი ელემენტი შეიცვლება, რადგან მისმა დეფექტებმა უამრავი ტელეფონის აალება გამოიწვია. ასევე მთლიანად შეიცვლება სმარტფონის კორპუსი.

კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ გასულ წელს კომპანიის მიმართ მიყენებულ ზიანს მინიმუმამდე დაიყვანს და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხარჯებსაც თავიდან აიცილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები