Samsung-ს Note7-ის განახლებული მოდელის თავიდან გამოშვება სურს
კომპანია Samsung Note7-ის განახლებული მოწყობილობების თავიდან გამოშვებას აპირებს. კომპანიას სურს, ის 2.5 მილიონი მოწყობილობა, რომლებიც თავის დროზე ბატარიის აფეთქების გამო რეალიზაციიდან ამოიღო, ახლა ისევ ჩაუშვას გაყიდვაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ამ მოწყობილობების ნაწილებად დაშლისა და ცალკე მეტალად გადამუშავების შემოთავაზებებიც ჰქონდა. ყველაზე დიდი ზეწოლა სამსუნგზე გარემოსდაცვითმა კომპანია Greenpeace- მა განახორციელა. ახლაც კომპანიის წამრომადგენლებმა არ დატოვეს უყურადღებოდ სამსუნგის განცხადება და აღნიშნეს რომ მანამდე ვიდრე სამსუნგი თავიდან დაიწყებს წუნდადებული პროდუქციის გაყიდვას, აუცილებელია, მაქსიმალურად შემოწმდეს პროდუქციის ხარისხი და ის დაპირებები, რომლებიც „სამსუნგმა“ საზოგადოების წინაშე გააკეთა პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით.