Samsung კომპანია Viv Labs-ს იყიდის, რომელმაც მანამდე Apple-სთვის ხმოვანი პროგრამა სახელწოდებით Siri შექმნა. იმავე გუნდმა რამდენიმე თვის წინ ხმის პროგრამის სხვა ასისტენტი წარადგინა. როგორც Samsung-ის ტექნოლოგიური დირექტორი აცხადებს, ახალი პროგრამით სამსუნგის სმარტფონები 2017 წლის მეორე ნახევარში აღიჭურვება.
აღსანიშნავია, რომ Samsung-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეოთხე ტექნოლოგიური კომპანია შეიძინა, რაც შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ კომპანია ახალ მიმართულებებს ეძებს საკუთარი ბიზნესის დივერსიფიკაციისთვის.
„Samsung-ის მთავარი გამოწვევაა თავისი სმარტფონები დიდი რაოდენობის შთამბეჭდავი ფუნქციებით უზრუნველყოს, რომელიც მის მოწყობილობებს კონკურენტებისგან,მათ შორის iPhone-სგან, გამორჩევის საშუალებას მისცემს, ,“- წერს The Wall Street Journal.

























