მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამთავრობო სტრატეგიაზე საუბრისას მნიშვნელოვანია კომპლექსურობის შენარჩუნება"

5cab46aa16064
თელარა გელანტია
08.04.19 23:00
715
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“.

დისკუსიის პანელზე მაია ცქიტიშვილმა სოფლის განვითარების მიმართულებით არსებულ ხედვასა და სახელმწიფოს სტრატეგიაზე ისაუბრა.

„ყველა ის აქტივობა, რომელსაც მთავრობა ან ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს, არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსურობის შენარჩუნება იმისთვის, რომ მივიღოთ ის შედეგი, რასაც ყველანი ველოდებით. სოფლის განვითარების სტრატეგიაც შეუძლებელია წარმატებული იყოს განათლების განვითარების, ფისკალური დეცენტრალიზაციის, მმართველობითი სისტემების დახვეწის, ეკონომიკური აქტივობის და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის გარეშე. ეს არის მიდგომა, რომელიც ასახულია თითოეული სამინისტროს სტრატეგიაში და ამავდროულად არის ურთიერთდაკავშირებული, რაც უზრუნველყოფს რეგიონების უფრო სწრაფ განვითარებას,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები