„სამთავრობო სტუქტურების 1000 ავტომობილი რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად შემცირდება იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პერსონალური ავტომობილის მფლობელობის უფლება აქვს.
ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემული ავტომობილების ნაწილი საპატრულო პოლიციას გადაეცემა.
„500 მანქანა სამორიგეო პარკში გადავა ეს არის პირველი ნაბიჯი.
ეს არის იდეა, რომელიც ემსახურება ერთიანი პარკის შექმნას. ამ მიმართულებით უნდა დავზოგოთ თანხები“, - ამბობს ბახტაძე.

























