მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამთავრობო უწყებებზე ანტიკორუფციული ხაზით კონტროლი უნდა გაძლიერდეს"

5b227d1827d34
BM.GE
14.06.18 18:33
873
„მცირე მთავრობის კონცეფცია“ ერთ-ერთია იმ 4 ძირითადი მიმართულებიდან, რომელიც პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მის პრიორიტეტად დაასახელა. ბახტაძე ამბობს, რომ სამთავრობო უწყებებზე ანტიკორუფციული ხაზით კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით“, - ამბობს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები