მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამტრედია-გრიგოლეთის 12 კმ-ის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც 2017-ში დაიწყო, 2025-ში გაიხსნება

გზა ავტობანი მაგისტრალი

სამტრედია გრიგოლეთის გზის 12-კილომეტრიანი მესამე მონაკვეთი წელს გაიხსნება - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში წერილობით განგვიცხადეს. გზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ის დღემდე არაა დასრულებული.

2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა ის საბოლოოდ 2025 წელს გაიხსნება.

აღნიშნული გზა წლების წინ უნდა გახსნილიყო, რადგანაც პროექტზე თავდაპირველი ხელშეკრულება იტალიურ-ყაზახურ საინჟინრო კომპანია Todini-სთან 2017 წლის ივნისში იყო გაფორმებული, თუმცა უკვე 2018 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო, რომ კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებდა და განხორციელებული იყო სამუშაოების მხოლოდ 0.9%. კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, ხოლო Todini-სთან ასეულ მილიონიანი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

გზა გვერდს უვლის შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: ლანჩხუთს, გვიმრალაურს, ჭალას, ქვემო ჩიბათს, ლესას და ნიგვზიანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები