მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა გაგრძელდება

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება. დღეს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკორდთან“ ხელშეკრულება გაფორმდა.

ინფტრასრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, კომპანია „ალტკომის“ მიერ, შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ 24%, „ალტკომს“ ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყდა. გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“ დარჩენილი 76%-ის მშენებლობა უნდა განახორციელოს. პროექტი, 11.5 კმ. გზაზე, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და დარჩენილი სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია, სამუშაოების ვადად ხელშეკრულების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები