სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.