მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამტრედია-ქუთაისის გზის მონაკვეთი საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხვევაში ავარიების რაოდენობის ზრდა გარდაუვალია"

5791f3ca9e9d9
BM.GE
22.07.16 14:16
7194
"ქუთაისი-სამტრდიის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდუვალია“, - ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შალვა ობგაიძე წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს. მისი თქმით, აღნიშნული მონაკვეთი „საჭიროებს სწრაფ ჩარევას“.

"ეს არის ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი.

ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რა ადგილზე მოხდა ის საზარელი ავარია, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ კონკრეტულად ეს ადგილი წარმოადგენს მომეტებული რისკის ადგილს.

თუ დააკვირდებით, ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის ,,დაგდებას'') დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან.

ეს წარმადგენს საშიშ კონფლიქტურ წერტილს და საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხევაში მაგ ადგილზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდაუვალია სამწუხაროდ“, - წერს ობგაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები